|
2018-03-09 11:19:41, 3140 ნახვა
მსოფლიო
ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა რუსეთის პატრიარქს „КГБ-ს აგენტი“ და „სიგარეტის მიტროპოლიტი“ უწოდა
ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა ვალერი სიმეონოვმა რუსეთის პატრიარქის კირილის ქონება გაასაჯაროვა. სიმეონოვის მტკიცებით, რუსეთის პატრიარქს შვეიცარიაში ვილა, კერძო ვერტმფრენი და 30 ათასი დოლარის ღირებულების საათი აქვს. ასევე, ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა, БНТ-ს ეთერში, კირილს „КГБ-ს აგენტი“ და „რუსეთის სიგარეტის მიტროპოლიტი“ უწოდა. „ეს არ არის მართლმადიდებელი მოძღვარი. ეს არის აგენტი მიხაილოვი, საბჭოთა КГБ-ს მეორეხარისხოვანი აგენტი“, - განაცხადა ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა. მისივე თქმით, კირილი წლებია უკვე კონტრაბანდით არის დაკავებული. „კირილი სულაც არ არის სამოთხიდან მოვლენილი, კეთილსინდისიერი უფლის მსახური, ის კონტრაბანდითაა დაკავებული და 1996 წლიდან, რუსეთში 14 მილიარდი დოლარის ოდენობის სიგარეტი შეიტანა“,- განაცხადა სიმეონოვმა. ცნობისთვის, მანამდე ბულგარეთის პრეზიდენტი რუმან რადაევი, ბულგარეთის გათავისუფლების 140-ე წლისთავისადმი მიღვნილ დღესასწაულზე სიტყვით გამოვიდა. რუსეთის პატრიარქმა, რადევის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება. პატრიარქ კირილის აზრით, რადევმა ოსმალური იმპერიის დამარცხებაში რუსეთის როლს არასაკმარისად გაუსვა ხაზი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)