09:37 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-08 16:13:38, 1667 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ დგას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის  შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

როგორც მან თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა ყველანაირი მექანიზმი იმისათვის, რომ რისკების მართვა ამ მიმართულებით მომხდარიყო. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რათა ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა ნორმალურ რეჟიმში გაგრძელდეს:

„ჩვენ წინასწარ მივიღეთ კანონი, შევქმენით ყველანაირი მექანიზმი იმისათვის, რომ რისკების მართვა ამ მიმართულებით მოგვეხდინა, ეს იცის ევროკავშირმაც,უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ამასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპეკულაციებს ოპოზიციური პარტიები უნდა მოერიდონ, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა გაგრძელდეს ნორმალურ რეჟიმში. აქ არანაირი უარყოფითი ტენდენციები ჩვენ არ გვაქვს.ის საკითხები, რომლებიც  დღის წესრიგში დგას, იდგა მანამდეც, ეს არის სამუშაო საკითხები, ის საკითხები, რომელიც ევროკავშირს არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ სხვა პარტნიორ ქვეყნებთანაც აქვს განხილვის რეჟიმში“, - განაცხადა  არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ბრიუსელში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე გერმანია საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის საკითხის დაყენებას აპირებს. როგორც გერმანიის შს მინისტრმა ტომას დე მაზიერიმ აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციას შესაძლოა, საფრთხე მართლაც დაემუქროს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics