23:44 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-08 08:20:34, 1700 ნახვა

საზოგადოება
აჭარა ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ITB BERLIN“ იქნება წარმოდგენილი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე „ITB BERLIN“ წარადგენს. დეპარტამენტი გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობს.

ბერლინის სართაშორისო ტურისტული გამოფენა საქმიანი ტურიზმის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი გამოფენაა მსოფლიოში. მასში 180 ქვეყანაა წარმოდგენილი და გამოფენაზე 100 000-ზე მეტ ვიზიტორს ელოდებიან. გამოფენა 6 მარტს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გახსნა. 


"ბერლინის გამოფენა ტურიზმის სფეროში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. გამოფენის ფარგლებში 2018 წლის ტენდენციებზე, რომელიც ტურიზმის მომავალს განსაზღვრავს არაერთი სპიკერი საუბრობს. ათობით შეხვედრა ამ დღეების მანძილზე ზუსტად მსგავს თემატიკას ეძღვნება. ტურიზმი როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე გლობალურ ეკონომიკაში უდიდეს როლს თამაშობს. ამიტომაცაა ეს ინდუსტრია ასე მნიშვნელოვანია როგორც ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნებისთვის, ასევე ბიზნეს ჯგუფებისთვის. თანამედროვე ტენდენციების გაცნობასთან ერთად, ჩვენი მთავარი მიზანია რაც შეიძლება მეტ ადამიანს, თუ ბიზნეს ჯგუფს გავაცნოთ ჩვენი ქვეყანისა და რეგიონის ტურისტული პოტენციალი." განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics