04:09 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 14:09:28, 581 ნახვა

რეგიონი
წალკის სკოლის მოსწავლეები ნიადაგის კვლევის ლაბორატორიას ესტუმრნენ

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიას წალკის №1 საჯარო სკოლის უფროსკლასელები ესტუმრნენ და სამუშაო პროცესს გაეცნენ. 

სკოლის მოსწავლეთა ვიზიტი ნიადაგმცოდნეთა საერთაშორისო საზოგადოების მიერ (International Union of Soil Sciences - IUSS) დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ლაბორატორიის უფროსი გიორგი ღამბაშიძე ხელმძღვანელობს.

მოსწავლეებმა დასხივებულ და დაუსხივებელ თესლზე დაკვირვება და ანალიზი განახორციელეს, ასევე დასხივებული თესლის რადიაციის დონის განსაზღვრაში მიიღეს მონაწილეობა.

პროექტის მიზანი საშუალო სკოლებში „ნიადაგის კუთხის“ მოწყობაა, სადაც ნიადაგის მნიშვენლობაზე, ეკოსისტემაში მის ფუნქციებსა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაცია განთავსდება. 

პროექტის მონაწილე სკოლის მოსწავლეებისთვის რეგულარულად ეწყობა გაცნობითი ტური ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ლაბორატორიაში, რომლის დროსაც მოზარდები ნიადაგის საველე და ლაბორატორიული კვლევის თანამედროვე მეთოდებს ეცნობიან.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics