19:01 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 14:00:32, 1898 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: საქართველოს ციხეში თუ ჩამსვამდნენ, რევოლუცია მოხდებოდა

საქართველოს ციხეში თუ ჩამსვამდნენ, რევოლუცია მოხდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოცე,ა Meduza.io-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელუსუფლებას მისი ექსტრადირება არ სურს.

„მე ვთქვი, რომ თუ უკრაინის ხელისუფლება ჩემს ექსტრადირებას მოახდენდა და იქ ციხეში ჩამსვამდნენ, საქართველოში რევოლუცია მოხდებოდა, ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებამ პოროშენკოს უფლება არ მისცა ჩემი საქართველოში გაგზავნის. ვიქნებოდი ძალიან შეწუხებული, უკრაინაში და საქართველოში მოქმედი ხელისუფლებებისთვის მისაღები, რომ ვყოფილიყავი. საქართველოს ხელისუფლება სიამოვნებით ჩამსვავდა ციხეში, თუმცა ამას არ აკეთებს. მათ არ სჯერათ, რომ ჩემი ციხეში შეკავება შესაძლებელი იქნება. მათ იციან, რომ დიდი მხარდაჭერა მაქვს და ციხეში მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში თუ გავჩერდებოდი. ამის შემდეგ თვითონ ამოყოფდნენ ციხეში თავს", - განაცხადა სააკაშვილმა.

რაც შეეხება უკრაინის განვითარების გეგმას, სააკაშვილის თქით, ქვეყანა უნდა გახდეს წარმატებული, რათა რუსეთის აგრესიას აღუდგეს წინ.

"წარმატებული უკრაინის გარეშე, წარმატებული საქართველო ვერ იარსებებს. როცა უკრაინა იქნება წარმატებული, ეს მთელ რეგიონზე აისახება. როდესაც პუტინი საქართველოსა და უკრაინაში თავის აგრესიას ავრცელებს, მხოლოდ წარმატებულ უკრაინას შეუძლია მისი შეკავება - არა პატარა საქართველოს, ან პატარა მოლდოვას“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics