19:01 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 13:06:42, 1593 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშილი: უკრაინაში დასაბრუნებლად ვემზადები და საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ვმონაწილეობ

უკრაინაში დასაბრუნებლად ვემზადები და საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ვმონაწილეობ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Meduza.io-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მის გაჩუმებას ვერავინ შეძლებს.

"ამასწინათ რუსულ არხებზე ძველი „ფეესბეშნიკი“ იგორ გიორგაძე აჩვენეს, რომელიც თავის დროზე შევარდნაძეს აფეთქებდა. მან განაცხადა, რომ თუ არ სააკაშვილი არ გაჩერდება თავის ევროპაში, მაშინ 85% დარწმუნებული ვარ, რომ მოკლავენ. მინდა მათ ვუთხრა: არ მოესწრებით. მე აქტიური ვიქნები და ჩემს მიზნებს მივაღწევ. ევროპაში ჩემს ყოფნას თავის პლუსები აქვს. როგორც ვიცით, თავის დროზე ბაბუა ლენინს ყველაფერი გამოუვიდა, თუმცა მას არ ჰქონდა ინტერნეტი, კომუნიკაციის სხვა საშუალებები და იმ დროს თვითმფრინავებიც კი არ დაფრინავდნენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კითხვაზე - ჰყავს თუ არა მას დაცვა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ არა.

„არა, რა დაცვა? კიევში მყავდა დაცვის ერთი წევრი, რომელიც უკრაინიდან გააძევეს. როდესაც მე კაფეში ვიყავი, სადაც დამაკავეს, ჩემთან ანტიტერორისტული ოპერაციის ორი ვეტერანი იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, მათ იარაღი არ ჰქონდათ. სწორედ ეს ორი ადამიანი დააწვინეს იატაკზე. რით შეძლებდნენ ჩემ დახმარებას, ხომ არ გადამეფარებოდნენ?!“, - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics