19:01 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 11:30:19, 1786 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 8-10 მარტს ბელგიაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს ევროკომისიაში, ევროკავშირის საბჭოსა და NATO-ს  შტაბ-ბინაში გამართავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიუსელში განსახილველ საკითხებს შორის იქნება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საქართველოს მიმდინარე რეფორმები და პერსპექტივები, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული სირთულეები, ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის თემატიკა.

პრეზიდენტი დაგეგმილი შეხვედრებისას ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოების საკითხებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და ევროპელ პარტნიორებს ინფორმაციას მიაწვდის ოკუპირებულ ცხინვალში  საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გატაცებისა და ტრაგიკული სიკვდილის შესახებ.

ვიზიტის პირველ დღეს გიორგი მარგველაშვილი ევროპის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდება, რის შემდეგ მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან. ასევე შეხვედრები შედგება ევროკომისარებთანაც. საქართველოს პირველი პირი ევროკავშირში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან სამუშაო სადილსაც გეგმავს.

ევროინტეგრაციის პროცესსა და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხების განხილვა ვიზიტის მეორე დღეს უკვე ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან გაგრძელდება.

საქართველოს პრეზიდენტი ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრას გამართავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. გიორგი მარგველაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. 

გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვა ბრიუსელის ფორუმზე. საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად ეწვევა ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტს.

საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე შოთა ღვინერია, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე, ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლი ალექსანდრე მაისურაძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics