08:07 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 09:41:17, 1426 ნახვა

კომენტარი
მახარობლიშვილი: გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა განხილვის პროცედურები საგრძნობლად შემცირდება

„გერმანული მხარის გადაწყვეტილებით, თავშესაფრის მაძიებელთა განხილვის პროცედურები საგრძნობლად შემცირდება“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა გერმანიის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდგომ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო გერმანული მხარის მიერ უსაფრთხო ქვეყანად მიიჩნევა, ამიტომ თავშესაფარზე თითქმის ყველა მოქალაქეს უარყოფითი დასკვნა ეძლევა.

„გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ის ფაქტი, რომ თავშესაფრის მაძიებელთა თითქმის 100 %-ს ეძლევა უარყოფითი დასკვნა და ფაქტიურად თავშესაფრის მომთხოვნი ყველა ადამიანი გამოიგზავნება უკან საქართველოში, გამომდინარე იქიდან რომ საქართველო გერმანული მხარის მიერ მიჩნეულია, დე ფაქტოდ, როგორც უსაფრთხო ქვეყანა. შეხვედრაზე აღინიშნა ის მნიშვნელოვანი მომენტიც, რომ გერმანულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავშესაფრის მაძიებელთა განხილვის პროცედურები იქნება საგრძნობლად შემცირებული", - განაცხადა მახარობლიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას ევროპელ კოლეგებთან და პარტნიორებთან ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საკითხზე.

მახარობლიშვილის განცხადებით გერმანიის შს ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა აღნიშნული მიმართულებით კიდევ უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის საკითხები.

გერმანიის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უმაღლესი თანამდებობების პირებთან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics