08:24 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 09:38:44, 326 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს დღეს ავსტრიის პრეზიდენტი ეწვევა

18-19 მაისს საქართველოს ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი  მეუღლესთან ერთად ეწვევა. 

როგორც  პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ   განაცხადა, ავსტრიის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში  არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღინისძიება, იქიდან გამომდინარე, რომ ავსტრიის მხრიდან ამ დონის ვიზიტი საქართველოში ჯერ  არ განხორციელებულა.

"ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში,  ამ ვიზიტს უდიდესი დატვირთვა ენიჭება, განსაკუთრებით რიგის სამიტის წინა დღეებში.  ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება ოთხი მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ტექნოლოგიების და ინფრასტრუქტურული ტექნოლოგიების სფეროში.  გარდა ამისა ამ ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ბიზნესფორუმი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ავსტრიის ბიზნესწრეების დაახლოებას",- განაცხადა ფხალაძემ.

მისივე ინფორმაციით, 18 მაისს პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, საქართველოს და ავსტრიის პრეზიდენტები ერთმანეთს ჯერ პირისპირ და შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან. ორი ქვეყნის ლიდერი მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავს.  19 მაისს   ჰაინც ფიშერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.  ვიზიტის ფარგლებში გაიმართება კულტურული ღონისძიებებიც.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics