11:47 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 17:14:25, 1904 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილმა კორეის საპარლამენტო დელეგაციასთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი,  კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით, კორეასა და საქართველოს გააჩნიათ

ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელზეც შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს, იყო ის საინვესტიციო  ინტერესი, რომელიც კორეულ მხარეს აქვს საქართველოში ენერგეტიკის დარგში, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურებისა და  მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით.

აღინიშნა, რომ ამ სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად კორეული კომპანია K-Water უკვე ახორციელებს, სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე მშენებარე „ნენსკრა ჰესია," რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1 მლრდ. აშშ დოლარია.

ქართული მხარის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსადმი ის ინტერესი, რომელიც მსხვილი კორეული კომპანიის "SK E&C"-ის წარმომადგენლებმა გამოხატეს რამდენიმე დღის წინ პირველ ვიცე-პრემიერთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართულ შეხვედრაზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა კორეელ სტუმრებს გააცნო ის ეკონომიკური რეფორმები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბიზნესის ხელშეწყობისა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ სხვადასხვა ქვეყნებთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები, რაც კიდევ უფრო ზრდის საერთაშორისო ინვესტორების ინტერესს საქართველოს ეკონომიკის სექტორებში  მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის.

კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში რამდენიმედღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.  დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად კორეულ მხარესთან გამართულ შეხვედრას საპარტნიორო ფონდიდან დავით საგანელიძე და ნათია თურნავა, ასევე   ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics