16:57 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-05 20:51:38, 2223 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის აპარატს გივი მიქანაძე უხელმძღვანელებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს აპარატის ახალი უფროსი, გივი მიქანაძე წარუდგინა.

„მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს პარლამენტის ახალი უფროსი, რომელიც ერთი კვირის წინ დაინიშნა ამ თანამდებობაზე და 1 მარტიდან აპარატის უფროსის მოვალეობას ასრულებს",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის აპარატის ახალი უფროსი პროფესიით იურისტია, განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში. საქმიანობდა  საჯარო, სამოქალაქო, არასამთავრობო სექტორში და საერთაშორისო ორგანიზაციებში. მათ შორის, სხვადასხვა დროს მუშაობდა ევროპის საბჭოსა და გაეროს განვითარების ორგანიზაციაში. ბოლო პერიოდში ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს რექტორის თანამდებობა.

ამჟამად მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე ამსტერდამის უნივერსიტეტში. აქვს აკადემიური გამოცდილება სხვადასხვა უნივერსიტეტებში. არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს. ეს არის ძალიან დიდი ნდობა და პასუხისმგებლობა და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის უმთავრესი საკანონმდებლო ორგანოს აპარატის ხელმძღვანელობა ძალიან ბევრს ნიშნავს. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ხელშეწყობა, უზრუნველყოფა და იმ სტანდარტების მიღწევა, რომელიც აპარატმა უნდა განახორციელოს, არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პარლამენტის ეფექტიანობა და ხარისხი იყოს შენარჩუნებული და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კანონშემოქმედებითი საქმიანობა, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს  წარიმართოს ისე, როგორც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შეეფერება",-განაცხადა გივი მიქანაძემ.

აპარატის უფროსმა თანამშრომლებს აპარატის უფროსის მოადგილე, დავით გელაშვილი წარუდგინა და მისი სამუშაო გამოცდილება და კვალიფიკაცია გააცნო.

პარლამენტის თავმჯდომარემ წარმატება უსურვა აპარატის უფროსს და აპარატის უფროსის მოადგილეს მომავალ საქმიანობაში და პარლამენტის აპარატს გაწეული შრომისთვის  მადლობა გადაუხადა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გადაგიხადოთ მადლობა თითოეულ თქვენთაგანს თქვენი საქმიანობისთვის, თქვენი შრომისთვის. თქვენს საქმიანობას და შრომას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რასაც პარლამენტის გამართული ფუნქციონირება ჰქვია",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics