2018-03-05 20:10:12, 1890 ნახვა
პოლიტიკა
ახალგორის გამგებელი: მოლოდინის რეჟიმში ვართ, შეიძლება ამწუთებშიც დარეკონ და ცხედრის გადმოსვენების დრო გვითხრან
ახალგორის გამგებელის ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს უახლოეს პერიოდში გადმოასვენებენ.
„მოლოდინის რეჟიმში ვართ, შეიძლება ამწუთებშიც დარეკონ და თქვან, რომ გადაწყვეტილია და კონკრეტული დრო და ადგილი გვითხრან“,-აღნიშნა გამგებელმა.
საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების თაობაზე.
ავტორი: ,