15:46 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-05 17:33:10, 1504 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: სამეურვეო საბჭოს კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან დაკავშირებით კითხვები საფუძველს მოკლებულია

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მეტ-ნაკლებად მოკლებულია საფუძველს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

ირაკლი კობახიძემ იმ ახალ მიდგომებზე ისაუბრა, რომლითაც სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისია დაკომპლექტდა.

მისი განცხადებით, კომისიის შემადგენლობაში ოპოზიციის ინტერესები გათვალისწინებულია და იმ კანდიდატებზე, რომელსაც კომისია შეარჩევს ყველა პარტიას მიუწვდება ხელი. მისივე თქმით, კომისიასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები საფუძველს მოკლებულია.

„კომისიის შემადგენლობა არის განახლებული და კომისიაში სამივე საპარლამენტო პარტიას ჰყავს მისივე დასახელებული კანდიდატურა. ასევე წარმოდგენილია კანდიდატურები ომბუდსმენის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება რეგლამენტით მონიჭებული, რომ ოთხივე კანდიდატი ავიყვანოთ პარტიული პრეფერენციებიდან გამომდინარე, თუმცა დაველოდოთ შედეგებს და ვნახოთ, როგორი იქნება ამ პროცესის შედეგები, გავითვალისწინებთ თუ არა ოპოზიციის ინტერესებს. კომისიის შემადგენლობაში ეს ინტერესები გათვალისწინებულია. შესაბამისად, ყველა პარტიას მიუწვდება ხელი იმ კანდიდატებზე, რომელსაც კომისია შეარჩევს. 12 კანდიდატი უნდა წარმოადგინოს კომისიამ და პრეტედენტი არის 14, ამაზე მეტი დისკრეცია კომისიას არ აქვს. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ კომისიასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მეტ-ნაკლებად მოკლებულია საფუძველს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთის, "ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის დაკომპლექტება პოლიტიკური დაკვეთით ხდება". 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics