16:57 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-05 13:57:22, 1979 ნახვა

პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: ნატო-ში საქართველოსთვის ადგილი არ არის - ეს მაშინ გვჭირდებოდა, როცა რუსეთი სუსტი იყო

 „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ნატო საქართველოს იქამდე არ მიიღებს, სანამ ქვეყანას ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით პრობლემები გააჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველოსთვის ნატო-ს წევრობაზე საუბარი მავნებელია, რადგან „ალიანსში გაწევრიანება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარის თქმას ნიშნავს“.

"ნატო-ში საქართველოსთვის ადგილი არ არის. ნატო არასდროს არ მიიღებს ქვეყანას, რომელსაც ტერიტორიაზე ორი მოუგვარებელი კონფლიქტი გააჩნია და ამას ყველა ძალიან კარგად ხვდება. რაც შეეხება ნატო-ს წევრობას, ამ ეტაპზე საქართველოს ეს არ სჭირდება, თუმცა როდესაც რუსეთი იყო უფრო სუსტი - მაშინ გვჭირდებოდა. საქართველოსთვის მავნებელია ნატო-ს წევრობაზე საუბარი, მხოლოდ იმის გამო, რომ ნატოში გაწევრიანება ნიშნავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარის თქმას. წვრთნები რუსეთის პროვოცირებას ახდენს - ეს უბრალოდ საბოტაჟია. როდესაც ჩვენ შემოგვყავს ამერიკული ტანკები, ამერიკული დროშით, სულ რარაც 500 მეტრში იმ ადგილიდან, სადაც რუსული ტანკები დგას, ეს შენი აზრით ჭკვიანურია? როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენის აღლუმს ამერიკული ორკესტრით იწყებ, ამერიკული მუსიკით - ეს შენი დამოუკიდებლობის მაჩვენებელია? თუ იმის, რომ შენ საკუთარ თავს ამერიკის ერთ-ერთ შტატად თვლი?", - განაცხადა ბურჯანაძემ.

პოლიტიკოსის თქმით, "ხელისუფლებამ არ უნდა მისცეს უცხოურ ორგანიზაციებს იმის საშუალება, რომ საქართველოს მეშვეობით რუსეთი გააღიზიანონ".

რაც შეეხება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, ბურჯანაძის თქმით, პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან აუცილებელია.

"ქვეყნის სუვერენიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვა და ოკუპირებული ტერიტორიები ჩემთვის წითელი ხაზია, რომელსაც არასდროს გადავაბიჯებ, თუმცა რუსეთთან ურთიერთობები უნდა დარეგულირდეს და ეს პირდაპირი დიალოგის გზით არის შესაძლებელი. როდესაც მოსკოვში შეხვედრებს ვმართავ და უკან ვბრუნდები საქართველოში, სულ ვამბობ, რომ რუსეთი დიალოგისთვის მზად არის, მზად არის საქართველოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდეს. თუმცა ჩვენ ხელისუფლებას იმდენად ეშინია, რომ მათ "პრორუსულ იარლიყს" მიაკრავენ, რომ არც კი ფიქრობენ ამ შეხვედრების გამართვაზე. რაც შეეხება რუსეთთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენას, ეს იქნებოდა ძალიან კარგი, თუმცა მაშინ როდესაც საქართველოში ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას ფოიერვერკებით ზეიმობდნენ, თითქოს აფხაზეთი დაიბრუნეს, ასეთი რამ რუსეთის შემთხვევაში არ მოხდება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics