|
2018-03-05 13:31:25, 662 ნახვა
რეგიონი
აჭარაში მცხოვრები მეწარმეები ახალ საგადასახადო ინიციატივებს გაეცნენ
დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ბათუმში მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდა. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ. ახალი ინიციატივების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მეწარმეებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა მიაწოდეს. რის შემდეგაც, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ პრეზენტაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ წარადგინა. ახალი საგადასახადო ინიციატივის მიზანია, ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, ხელი შეუწყოს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 120 000-ზე მეტ მეწარმეს შეეხება. აქ იგულისხმება ფიზიკური პირები. საუბარია მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის განაკვეთის ხუთჯერ შემცირებაზე 5 %-დან 1 %-მდე. თუ ადრე იყო 100 000 ლარამდე ბრუნვა, 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიას მოიცავს. ,,ეს ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, ჩვენი მეწარმეებისთვის, უშუალოდ ჩვენი რეგიონისათვის. თქვენ იცით, რომ ქვეყნის მასშტაბით აჭარაში ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანი ეკომომიკური პროექტები ხორციელდება. ახალი საგადასახადო ინიციატივა კი შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მეწარმეებს კიდევ უფრო განავითარონ საქმიანობა, იყვნენ მეტად ჩართულები, დასაქმდეს მეტი ადამიანი. ეს არის სწორი ხედვა, სწორი სტრატეგია, რომელიც ჩვენს მთავრობას გააჩნია", - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ცვლილებები საგადასახადო კოდექსში გამოქვეყნებულია „საკანონმდებლო მაცნეს", ასევე, ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე https://matsne.gov.ge/ka/document/view/4072647 და შესაძლებელია შენიშვნებისა და წინადადებების დაფიქსირდება. ბათუმში გამართული შეხვედრა რეგიონებში მცირე ბიზნესის წარმომადგენელებისთვის ფინანსთა სამინისტროს ახალი საგადასახადო ინიციატივის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა. საჯარო განხილვების შემდეგ, დოკუმენტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.
(NS)
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)