16:57 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-05 12:05:49, 1548 ნახვა

პოლიტიკა
2025 წლისათვის საქართველოს მშპ-ის 7-8% რეგიონულ და მუნიციპალურ ბიუჯეტებს გადაეცემა

პარლამენტში საქართველოს პარლამენტისა და  მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვის წარდგენა მიმდინარეობს.

ახალი კონცეფციის წარდგენას საქართველოს მთავრობის,  პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და  საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები ესწრებიან.

დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ ხედვაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  და პრემიერმა ისაუბრეს.

როგორც აღინიშნა, ახალი კონცეფცია მეტ შესაძლებლობებს  ანიჭებს ადგილობრივ  ხელისუფლებას, როგორც გადაწყვეტილების მიღების, ასევე ფინანსური რესურსების განკარგვის საკითხებში.

პარლამენტის თავმჯდომარემ  განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო  საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ახალი ხედვის შესაბამისად განხორციელდება.

კობახიძის თქმით, ფისკალური  დეცენტრალიზაციის შედეგად  საგრძნობლად გაიზრდება თვითმმართველობის ბიუჯეტი, რაც შესაძლებლობას მისცემს მას, ეფექტურად განახორციელოს თავისი უფლებამოსილება, აამაღლოს  ადგილობრივ საჯარო მოხელეთა პროფესიული დონე, უკეთესი მომსახურება მიაწოდოს მოსახლეობას.

დეცენტრალიზაციის და  ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი  ეროვნული ხედვა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მიმდინარე რეფორმის ნაწილია, რომელსაც აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა და შეიცარიისა და ავსტრიის მთავრობები.

„ძლიერ და ეფექტურ თვითმმართელობას უნდა შეეძლოს გადაწყვეტილებისდა და სერვისების დაახლოება მოქალაქეებთან, მორგება მათ მოთხოვნებზე და ადამიანთა უშუაქლო ჩართვა გადაწყვეტილების მიღებისა და  მმართველობის პროცესში. ახალი ხედვის შემუშავებით საქართველო სწორედ ამ სტანდარტს უახლოვდება“,-ამბობს გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ნილ სკოტი.

დეცენტრალიზაციის ადა  ადგილობრივი თვითმართველობის ახალ ეროვნული ხედვის წარდგენას მოჰყვება  სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი 2018 წელს დაამტკიცებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics