2018-03-04 14:21:44, 1826 ნახვა
საზოგადოება
სამგორში ხის საამქროში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
სამგორში, გიორგი ნადარეიშვილის ქუჩაზე, ხის საამქროში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის მცირე კერების დაქრობითი სამუშაოები ხორციელდება. მცირე კერები გავრცელების საშიშროებას აღარ წარმოადგენს. ხანძრის შედეგად 3000 კვ მეტრამდე ფართობია დამწვარი.
„200 დან 300 კვადრატულ მეტრამდე სასაწყობე შენობა, სადაც მდებარეობდა ხის მასალა, მთლიანად დაიწვა“,-აღნიშნა თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ანდრე ქუჯაიძემ.
ავტორი: ,