|
2018-03-03 12:43:10, 663 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ დედის დღე პედაგოგ ქალბატონებს მიულოცა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან ირაკლი თავბერიძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა. „დედის დღეს ვულოცავ ყველა დედას, განსაკუთრებულად პედაგოგებს, იმიტომ, რომ ისინი ყველაზე ბევრი შვილის დედები არიან. მათ დიდი წვლილი მიუძღვით თითოეული ჩვენგანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ვულოცავ ყველა ქალბატონს და მომავალ დედებს ამ ლამაზ დღეს. ვუსურვებ მათ მშვიდობას, ჯანმრთელობას და სამშობლოსათვის განათლებული, საამაყო შვილების აღზრდას,“ - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ. მრავალშვილიან და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე 54 პედაგოგ ქალბატონს მუნიციპალიტეტის მერიამ, შუახევის რესურსცენტრმა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების შუახევის რაინული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)