15:51 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-03 10:58:08, 2373 ნახვა

პოლიტიკა
ე.წ. გენპროკურატურა: ოსი ხალხის გენოციდის ბრალდებით, სააკაშვილზე, მერაბიშვილსა და ოქრუაშვილზე ძებნა გამოცხადდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ვასილი პოლიაკოვმა იმ სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც არჩილ ტატუნაშვილის დაკავება განხორციელდა, - ამის შესახებ "რესი" იუწყება.

პოლიაკოვის ინფორმაციით, "2004-2008 წლებში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ 166 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომლებიც საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდება".

როგორც მან აღნიშნა, გამოძიებამ საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო თანამდებობის პირები, რომლებსაც „ოსი ხალხის გენოციდსა და სამხედრო დანაშაულების ჩადენაში მიუძღვიათ ბრალი“.

„ასეთი ადამიანების რაოდენობა 45-ე აჭარბებს. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და სხვები. მოკლულია 162 ადამიანი, დაჭრილია 700-ზე მეტი ადამიანი, გატაცებულია 53 ადამიანი, გადამწვარია 735 და განადგურებულია 1510 სახლი, განადგურებულია 300-ზე მეტი მოქალაქის ქონება, 55 სახელმწიფო დაწესებულების ქონება, სამეწარმეო საქმიანობის 104 ობიექტი, დახვრეტილია 17 ლტოლვილი, რომლებიც ცხინვალი-ძარის გზით სამხედრო ბრძოლის ზონის დატოვებას ცდილობდნენ“, - განაცხადა პოლიაკოვმა და დასძინა, რომ "ქართულ მხარეს ცხინვალის მოსახლეობის მოწამლვა უნდოდა, რაც გამოძიებამ ასევე დაადგინა".





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics