00:54 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 14:57:54, 909 ნახვა

რეგიონი
აფხაზეთის ე.წ. საგარეო: საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ, რეგიონში ახალი დაძაბულობის კერას ქმნის

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის მისწრაფებას, ე.წ. ეროვნული პასპორტებით მსოფლიოს მასშტაბით იმოგზაურონ, მხარს უჭერს, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შესაბამისი საკითხი სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა და ჟენევის დისკუსიების რუსული დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილემ განიხილეს.

დე-ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი მზად არის ოკუპირებულ აფხაზეთს საერთაშორისო ტრიბუნები დაუთმოს.

ამავე შეხვედრის მონაწილეებმა ოფიციალური თბილისი ინციდენტების პრევენციის მექანიზმის საქმიანობის პოლიტიზებაში დაადანაშაულეს.

"თბილისის დესტრუქციული ხაზი, ჟენევის ფორმატს ბლოკავს და არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ეს მნიშვნელოვანი ფორმატი განვითარდეს. საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ, რეგიონში ახალი დაძაბულობის კერას ქმნის. იმედს გამოვთქვამთ, რომ დასავლელი პარტნიორები და თბილისის მფარველები, გააცნობიერებენ იმას, თუ რამდენად დამღუპველია ნატოში ინტეგრაციის კურსი და საქართველოს რევანშისტულ მისწრაფებებს ხელს არ შეუწყობენ", - ნათქვამია ე.წ. განცხადებაში.

ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ დასძინა, რომ ინციდენტების პრევენციის მექანიზმის "მყიფე ბალანსი თბილისის ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში დაირღვევა".





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics