|
2018-03-02 14:04:26, 1711 ნახვა
საზოგადოება
რეგულირების სააგენტო GMP ინსპექტორის პოზიციაზე კანდიდატების შერჩევას იწყებს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო იწყებს კანდიდატების შერჩევას GMP ინსპექტორის პოზიციაზე. ინფორმაცია შერჩევის კრიტერიუმების შესახებ განთავსებულია ვებ გვერდზე- WWW.JOBS.GE. ყველა დაინტერესებულ პირს, რომლის კვალიფიკაციაც შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს შეუძლია მომართოს განცხადებებით და თანდართული დოკუმენტებით არაუგვიანეს 10 მარტისა. კონკურსის შესახებ განცხადება რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თეა ჯიქიამ გააკეთა. მისი თქმით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ განსაკუთრებული შესაძლებლობა, გახდენენ ქვეყანაში წამლის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გაძლიერების პროცესის უშუალო მონაწილენი და ჩამოყალიბდნენ მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის კეთილდღეობისათვის, ასევე პირადი პროფესიული განვითარებისა და წინსვლისათვის. რეგულირების სააგენტო შეარჩევს 8 კანდიდატს, რომელიც გაივლის სპეციალურ მომზადებას საზღვარგარეთ, მომზადება სამ ეტაპიანია და თითოეული მოდულის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, რაც გულისხმობს ასევე წერილობითი გამოცდის ჩაბარებას, მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს. GMP-ისნაციონალურიინსპექტორატისჩამოყალიბებაარის ნაწილი უმნიშვნელოვანეს პროექტისა, რომელიც მიმართულია მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გაძლიერებისაკენ. ქვეყანაში ინერგება კარგი საწარმოო პრაქტიკის - GMP –ის, ასევე GDP-ის სტანდარტები. სტანდარტის დანერგვის სტრატეგია შემოთავაზებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის-ს მიერ. „უნდა აღინიშნოს, რომ კადრების მომზადება საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რასაც უზრუნველყოფს სამინისტრო, შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებები სააგენტოს წინაშე, ასევე გათვალისწინებულია ამ კადრების კვალიფიკაციის შესაბამისი ადეკვატური ანაზღაურება, რომელიც ქმნის საკმარის საფუძველს, რომ არ მოხდეს მათი კერძო სექტორში გადაბირება. ინსპექტორებად მოღვაწეობის პროცესში, მათი კვალიფიკაციის შენარჩუნების და ამაღლების მიზნით, ასევე გათვალისწინებული იქნება, უწყვეტი გადამზადების პროცესი, ხოლო მათი უშუალო საქმიანობის სფერო უზრუნველყოფს არანაკლებ მნიშვნელოვან ასპექტს - გამცდილების შეძენას, რაც ზოგადად დასაქმების ბაზარზე უპრეცედენტო მოთხოვნას შექმნის მსგავს კადრებზე, და მათი კერძო სექტორში გადინების პრევენცია უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი მოტივირებით“,-აცხადებენ რეგულირების სააგენტოში.
(NS)
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)