14:57 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 12:48:37, 1716 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ხელფასების მომატებაზე მსჯელობის დაწყებას ზუგდიდის საკრებულოც აპირებს

„ევროპული საქართველოს“ წევრების ინფორმაციით, ბორჯომის მსგავსად, დღეს, ზუგდიდის საკრებულოც აპირებს ხელფასების მომატებაზე მსჯელობის დაწყებას.

„ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ ღირსეული ხელფასი უნდა ჰქონდეს საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა ადამიანს, მაგრამ დღევანდელ რეალობაში ხელფასის გაზრდა მიზანშეუწონელია.

კერძოდ, პარტიაში თვლიან, რომ  როდესაც „მძიმე სოციალური ფონის გამო ვერ ხერხდება პენსიის მატება, სოციალურად დაუცველთა შემწეობის გაზრდა, სტიქიებისგან და ფაროსანასგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ხელფასის მატება, რომელიც მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენელთა დასაქმებულ ნათესავებზეა გათვლილი, არ უნდა მოხდეს“.

,,ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ, რომ ხელფასი გაეზარდოს ბატონი გოგიას რძალს გვანცა თორდიას, ჩვენ ასევე წინააღმდეგი ვართ, რომ დღეს ხელფასი გაეზარდოს მერის მოადგილის მაიზერ ნანავას მეუღლეს ნინო ქარჩავას, მის დეიდაშვილს გიგა ფარულავას, ხელფასი დღეს არ უნდა გაეზრადოს ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ლაშა ჯაიას და მის მეუღლეს ნათია ქირია, რომელიც საკრებულოში მუშაობს. ხელფასი არ უნდა გაეზარდოს ზუგდიდის მაჟორიტრარი დეპუტატის თოლორაიას დას ქალბანონ ხათუნა თოლორაიას, რომელიც აიპ სამსახურის უფროსია. სწორედ ამაზე გვინდა ყურადღების გამახვილება, რომ ზუგდიდის საკრებულოში, მერიაში არ არიან დასაქმებული ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან თავისი კვალიფიკაციით. ეს არის ადგილი, სადაც თავს იყრიან „ქართული ოცნების“ პარტიული წარმომადგენლები, გამგებლის გუბერნატორის ნათესავები. ამ ადამიანებს „ქართული ოცნება“ იყენებს არა იმისთვის, რომ მათ იზრუნონ ადამიანების კეთილდღეობაზე, არამედ იმისთვის, რომ ეს ადამინების დაუპირისპირდნენ ხალხს, როგორც ეს გააკეთეს ზუგდიდში, როგორც ამას აკეთებდნენ ბორჯომში, როგორც ეს გააკეთეს გურჯაანში, სადაც ადამიანები წიწილიან კვერცხებს ისროდნენ“,-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics