05:44 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 11:26:25, 1475 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენმა მთავარ პროკურორს განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეებზე უფრო ეფექტური თანამშრომლობის ფორმატი შესთავაზა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს შეხვდა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესდა. ასევე, ისაუბრა იმ ხარვეზებზე, რასაც სახალხო დამცველი პროკურატურის მუშაობაში ხედავს.

„ნინო ლომჯარიამ მთავარ პროკურორს განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეებზე უფრო ეფექტური თანამშრომლობის ფორმატი შესთავაზა, სადაც სახალხო დამცველს გამოძიების მსვლელობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება. მთავარმა პროკურორმა სახალხო დამცველთან მჭიდრო თანამშრომლობის და კომუნიკაციის მზაობა დაადასტურა. 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და მოადგილეები გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია მერებაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი სალომე შენგელია“,-აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics