2018-03-01 11:41:17, 2003 ნახვა
სამართალი
მუსტაფა ჩაბუქი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართეს
დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართეს, – ინფორმაცია „პირველ არხს“ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა დაუდასტურა.
ჩაბუქის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით პროკურატურას 23 თებერვალს მიმართეს.
ცნობისთვის, დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი საქართველოში, თურქეთის მოთხოვნით, 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. მას ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რომელიც, თურქეთის ხელისუფლების აზრით, ფეთჰულა გიულენთანაა კავშირში. გიულენს კი, თურქეთში გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებენ. ჩაბუქს 19 თებერვალს წინასაექსტრადიციო პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. ახლა კი, სასამართლომ მისი ექსტრადირების საკითხზე უნდა იმსჯელოს.
ავტორი: ,