|
2018-02-28 18:46:37, 2050 ნახვა
პოლიტიკა
საფრანგეთის საელჩო ოკუპირებულ ცხინვალს არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდებს
საქარველოში საფრანგეთის საელჩო ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება. საფრანგეთის საელჩო ტატუნაშვილის ოჯახსა და ახლობლემს უსამძიმრებს: "საფრანგეთი მოუწოდებს პასუხისმგებელ პირებს რომლებიც დე-ფაქტო კონტროლს ახორციელებენ სამხრეთ ოსეთის რეგიონში ნათელი მოჰფინონ იმ გარემოებებს რომლებმაც გამოწვიეს ტატუნაშვილის გარდაცვალება. იგი ასევე მოუწოდებს მათ განახორციელონ მაქსიმალურად გამჭვირვალე გამოძიება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის გამოყენებით. საფრანგეთი კვლავ უცხადებს მხარდაჭერას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, მის მიერ განხორციელებულ ყველა ღონისძიებაში, განსაკუთრებით დიალოგის გაადვილებისა და ნდობის გაძლიერების საკითხებში. იგი კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)