|
2018-02-27 15:38:02, 2180 ნახვა
პოლიტიკა
ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი ტატუნაშვილის საკითხის ყველა შესაბამის ფორმატში განხილვას მოითხოვს
ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს ფილიპო გრანდის შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრა ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში გაიმართა. უწყების ცნობით, მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ლტოლვილთა კომისარის ოფისთან საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა. „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანისუფლებების კუთხით არსებულ ვითარებასა და დევნილთა მდგომარეობის საკითხზე საუბრისას, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უმაღლეს კომისარსმიაწოდა ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და საქართველოს კიდევ ორი მოქალაქისდაკავების შესახებ. გაეროს უმაღლესმა კომისარმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და აღნიშნა რომ მნიშვნელოვანია მომხდარზე რეაგირება, საკითხი განხილული უნდა იქნას შესაბამისფორმატებში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მნიშვნელობას. დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ომითდაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და ჩართულობის შესახებ. ხაზი გაესვა პროგრესის მიღწევის საჭიროებას ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე“, - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)