|
2018-02-27 12:19:33, 1731 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინის დეგუსტაციები პოლონეთში გაიმართა
ქართული ღვინის წარდგენა პოლონეთის ქალაქებში ზაკოპანესა და კრაკოვში გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Malinova"-ს ორგანიზებით, ზაკოპანეში ქართული ღვინის დეგუსტაცია სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობების თასის გათამაშების ფარგლებში მოეწყო, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა მიეცა დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინოები. „Malinova"-ს ორგანიზებულ ღონისძიებაზე კრაკოვში, ქართული ღვინო ქალაქის მთავარ მოედანზე მდებარე ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში დააგემოვნეს. ღონისძიებაზე მოწვეული იყო 200-მდე სტუმარი. დეგუსტაციაზე მუზეუმის წესების თანახმად, წარდგენილი იყო სხვადასხვა ქართული კომპანიების მხოლოდ თეთრი ღვინოები. ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი კონტრაქტორი კომპანია „Vinisfera"-ს მიერ მოეწყო ამ დღეებში კრაკოვში, სადაც ღვინოსთან ერთად წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულოც. სემინარს უძღვებოდა „Vinisfera"-ს ხელმძღვანელი მარიუს კაპჩინსკი და მას ადგილობრივი იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პოპულარიზაციისკენ მიმართული სხვადასხვა აქტივობა პოლონეთში მთელი წლის მანძილზე ჩატარდება, რადგან ეს ქვეყანა ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს. პოლონეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და 2017 წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 2 676 440 ღვინო, რაც 15 %-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო 2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით ექსპორტირებული 177 01 8ბოთლი ღვინო, რაც 13 % აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩევნებს.
(NS)
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)