|
2018-02-26 21:19:29, 1784 ნახვა
საზოგადოება
ტატუნაშვილის ახლობლებმა ნატახტარში ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს
არჩილ ტატუნაშვილის ახლობლებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. შესაბამისად, ადგილზე მოძრაობა პარალიზებულია. მანამდე ისინი აქციას მართავდნენ მცხეთა-სტეფანწმინდის საავტომობილო გზაზე, სადაც მობილიზებული იყო სამართალდამცველები. როცა აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა დააპირეს, სამართალდამცველები მათ შეეწინააღმდეგენ, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა. ასევე, ინციდენტი მოხდა დავით ქაცარავასა და უმრავლესობის წევრ დიმიტრი ხუნდაძეს შორის. ქაცარავა ითხოვდა, არ შეეშალათ ხელი აქციის მონაწილეებისთვის. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ცხედრის გადმოცემაზე დღეს უარი თქვა. ე.წ. ხელისუფლების ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით სიღრმისეული ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, რის გამოც მათ რუსეთის საექსპერტო ბიუროს მიმართეს. აღნიშნულ პროცესს კი, მათივე თქმით, რამდენიმე დღე დასჭირდება. რაც შეეხება ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, ისინი ჯერ კიდევ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე იმყოფებიან და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)