13:57 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 19:50:32, 2032 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვებას ითხოვს

„ჩემი ვიზიტის უმთავრესი მიზანია მოვახდინო საერთაშორისო საზოგადოების, გაერო-ს წევრი ქვეყნების და ინსტიტუტების მაქსიმალური მობილიზება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით" - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს მონაწილეობისა და გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ქართული მხარე მოითხოვს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარებასა და ძალადობის კონკრეტულ ფაქტებზე საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ ჩართულობას და რეაგირებას და ადგილზე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვებას.

„მე მივაწოდე ინფორმაცია არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და ჩვენი მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით, როგორც გაეროს გენერალურ მდივანს, ასევე, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებს.  ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო ინსტიტუტების და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას და რეაგირებას. ჩვენ ვითხოვთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც ასახულია რეზოლუციაში, რომელსაც წარვადგენთ ამ სესიაზე. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული რეზოლუცია იქნება მხარდაჭერილი საბჭოს მიერ" - განაცხადა ჯანელიძემ.

ქ. ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიაზე, შეხვედრა გამართა გაერო-ს გენერალურ მდივანთან და კოლეგა მინისტრებთან. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს და გაერო-ს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორს შეხვდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics