13:57 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 17:16:47, 2088 ნახვა

პოლიტიკა
ბრიტანეთის საელჩო ტატუნაშვილზე: ეს უკანასკნელი შემთხვევა ხაზს უსვამს დამატებითი ზომების აუცილებლობას

შეშფოთებულები ვართ საქართველოს მოქალაქის ბატონი არჩილ ტატუნაშვილის სამხრეთ ოსეთში დაკავების პერიოდში გარდაცვალების გამო და ვიზიარებთ მისი ოჯახის მწუხარებას, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

საელჩოს განცხადების თანახმად, ეს ტრაგიკული შემთხვევა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ საფრთხეებს, რომელიც საქართველოში არსებული კონფლიქტებითაა გამოწვეული.

"მოლოდინი გვაქვს, რომ დე-ფაქტო ხელისუფლება უზრუნველყოფს სრულ, ღია და გამჭვირვალე გამოძიებას მისი სიკვდილის მიზეზის დასადგენად. ასევე, უზრუნველყოფს ბატონ ტატუნაშვილთან ერთად საქართველოს ორი მოქალაქის, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყონებლივ დაბრუნებას.

ეს ტრაგიკული შემთხვევა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ საფრთხეებს და ადამიანურ ტკივილს, რომელიც გამოწვეულია საქართველოში არსებული კონფლიქტებით და კიდევ ერთხელ ცხადყოფს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების სრული და შეუფერხებელი დაშვების აუცილებლობას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს უკანასკნელი შემთხვევა ხაზს უსვამს დამატებითი ზომების აუცილებლობას, რომლებიც მიმართული იქნება მეტი გამჭვირვალობისა და ნდობის აღდგენისკენ.

დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია განცხადებაში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics