11:03 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 12:30:43, 2406 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთში თაღლითობის, ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს - ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა

ესპანეთში სამართალდამცველებმა თაღლითობის, ძარცვის და ყაჩაღობის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე.

კატალონიის პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ერთი და იგივე სცენარით მოქმედებდნენ. კერძოდ კი, ისინი სახლებში შესაღწევად თავს გაზის კომპანიის თანამშრომლებად ასაღებდნენ.

ბოროტმოქმედების სამიზნე ძირითადად, ასაკოვანი, მარტოხელა და ალცჰეიმერით ან პარკინსონით დაავადებული ადამიანები ხდებოდნენ.

სამართალდამცველების ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფში ქართველი ქალი სატელეფონო ოპერატორის როლს ასრულებდა. ის დაზარალებულებს გაზის კომპანიის ფსევდო თანამშრომლების მისვლის შესახებ ატყობინებდა.

თაღლითების წინააღმდეგ ოპერაცია გასული წლის ოქტომრიდან მიმდინარეობდა.

პოლიციამ დაადგინა, რომ დაჯგუფებამ სულ 21 კრიმინალური დანაშაული ჩაიდინა. ეჭვმიტანილების სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს: 240 ევრო, ძვირფასეულობა, ტექნიკა, მათ შორის კომპიუტერები, ტელეფონები და ასევე ცეცხლსასროლი იარაღი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics