|
2018-02-26 11:37:04, 1613 ნახვა
საზოგადოება
მილანის უნივერსიტეტის პროფესორები საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის პოტენციალს ეცნობიან
საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის პოტენციალის გაცნობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავაწლოვანი კლუტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების ექპერიმენტალურ ბაზას, მილანის უნივერსიტეტის პროფესორები ეწვივნენ. მათ ბაზაზე გაშენებული საკოლექციო ვენახი დაათვალიერეს და იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინო დააგემოვნეს. მილანის უნივერსიტეტის პროფესეორების, მევენახეობისა და ენოლოგიის საერთაშორისო სამაგისტრო ხარისხის კომიტეტის წევრის ანტონიო ტირელის და პათოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის პიერო ატილიო ბიანკოს ვიზიტი, საქართველოს და იტალიას შორის გაფორმებული ერთობლივი საბაკალავრო პროექტის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პროფესორებმა შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანთან, დეპარტამენეტების უფროსებთან და მევენახეობა-ენოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელებთან გამართეს. მათ უნივერისტეტის პროგრამებზე, სამომავლო გეგმებზე და ასრებულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს. მილანის უნივერსიტეტის პროფესორებმა სტუდენტებისთვის ლექციაც ჩაატარეს. პროექტი,საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მევენახეობა-ენოლოგიის მიმართულებით უფასო საბაკალავრო ხარისხის მიღებას გულისხმობს. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში ერთი სემესტრი მილანის უნივერსიტეტში გაიარონ და სწავლის დასრულების შემდეგ ორმაგი დიპლომი მიიღონ. ვიზიტის ფარგლებში ანტონიო ტარელიმ და პიერო ატილიო ბიანკომ ყველა ის ბაზა და ლაბორატორია მოინახულეს, რომელიც საბაკალავრო პროგრამის განხორციელების პროცესშია ჩართული. სტუმრებმა ღვინის და კონიაკის ქარხნები და მარნებიც მოინახულეს. (NS)
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)