03:38 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-25 12:51:27, 1745 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არავინ შეეხოს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს

„ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული, რომ არავინ შეეხოს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალში გარდაცვალების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ის, რაც მოხდა ცხინვალში. ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები იყოს დაცული და არავინ შეეხოს მათ სიცოცხლეს. ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს  კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics