17:20 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-25 11:53:34, 1649 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

საქარველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ  ხსოვნას პატივი მიაგო.
მარგველაშვილმა აღნიშნა,  რომ იუნკერების  ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, როცა ასი წლის შემდეგ, დამოუკიდებელ საქართველოში მათ ღვაწლს ვიხსენებთ - ეს  ნამდვილად მათი გამარჯვებაა.

"ყოველ წელს ჩვენ აქ მოვდივართ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაცემულ ჩვენს ვაჟკაცებს და აღვნიშნოთ, რომ ამ ადამიანებისათვის თავისუფლებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის გარეშე სიცოცხლეს აზრი არ ჰქონდა. 

პაპაჩემიც, დათიკო ტატიშვილიც ამ ბრძოლაში დაიღუპა და მის სახელსაც ვიხსენებ როცა აქ ამოვდივარ. მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ასი წლის შემდეგ ჩვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს მიწაზე ვიხსენებთ მათ ღვაწლს, ეს ნამდვილად მათი გამარჯვებაა", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

იუნკერები, 1921 წლის თებერვალში, კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებთან, რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შიო III-ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარი
მიტროპოლიტი ისაია - მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთვის ზრუნვა, ვფიქრობ, ამ საქმეში პატრიარქი მარტო არ იქნება
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics