17:20 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-25 10:00:57, 1433 ნახვა

საზოგადოება
კალაძე მონაკოს მერსა და ფონდ „ინფინიტ არტის“ წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე მონაკოს მერს, ჟორჟ მარსანსა და ფონდ „ინფინიტ არტის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას თბილისის მერის მოადგილეები სოფიო ხუნწარია და ილია ელოშვილი ესწრებოდნენ.

თბილისის მერთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი ძირითადად, ვენაში, ალბერტინას მუზეუმში დაგეგმილ ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას  შეეხო. გამოფენა, რომელიც 2019 წლის იანვრამდე გაგრძელდება, სტარტს ვენაში აიღებს და ტოკიოში დასრულდება.

სოფიო ხუნწარიას განცხადებით, გამოფენის ორგანიზატორებს  საინტერესო კონცეფცია აქვთ წარმოდგენილი.

„ნიკო ფიროსმანის 100 წლის იუბილეა. ამიტომაც, მონაკოს დელეგაციასთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მათი თაოსნობით, ფოროსმანის გამოფენა თავდაპირველად, ალბერტინას მუზეუმში იგეგმება, ხოლო შემდეგ, მსოფლიოს ძალიან ბევრს ქალაქს მოივლის  და ტოკიოში დასრულდება. ისინი  ახალი ხედვით უყურებენ ფიროსმანს და საკმაოდ საინტერესო კონცეფცია აქვთ წარმოდგენილი. ვფიქრობ, რომ თბილისის მერია, კულტურის სამინისტრო და ეროვნული მუზეუმი მონაკოს მერიასთან ერთად, ძალიან წარმატებული პროექტის განხორციელებას შეძლებს“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

ფონდ „ინფინიტ არტის“ წარმომადგენლის ედრიან ბარსენის თქმით, მათი მიზანია, მსოფლიოს ნიკო ფიროსმანი და ქართული კულტურული მემკვიდრეობა გააცნონ.

„თბილისის მერთან შეხვედრაზე ვენაში, ნიკო ფიროსმანის პირველი გამოფენის ორგანიზებასთან დაკავშირებით ჩვენს თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ. ჩვენ არა მხოლოდ ვენაში ვგეგმავთ ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას, არამედ გვსურს, მსოფლიოს მისი შესანიშნავი ნახატები გავაცნოთ“, - განაცხადა ედრიან ბარსენმა.

ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებს ვენაში, ალბერტინას მუზეუმი 2018 წლის ოქტომბრიდან უმასპინძლებს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შიო III-ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარი
მიტროპოლიტი ისაია - მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთვის ზრუნვა, ვფიქრობ, ამ საქმეში პატრიარქი მარტო არ იქნება
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics