17:20 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-24 16:50:07, 2021 ნახვა

საზოგადოება
უწერის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

მიმდინარე წლის გეგმის თანახმად, გლდანის რაიონში საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გზის საფარის შეკეთების სამუშაოები ავჭალაში, უწერის ქუჩაზე დაიწყო. 

რეაბილიტაციის შედეგად, 3400 კვ.მ-მდე ფართობზე გზა განახლდება - მოეწყობა ბორდიური, ფეხითსავალი ბილიკები და ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო, უწერის მოსახლოებას შეხვდა და მათ მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„უწერის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დავიწყეთ. სამუშაოები დაახლოებით, 3 400 კვ.მ-ზე განხორციელდება და მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა მოუგვარდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად, კეთილმოწყობის სამუშაოებს რამდენიმე მისამართზე ვანხორციელებთ. ამასთანავე,  უწერის ქუჩის მოსახლეობას შევხვდით და მათ გლდანის რაიონში მიმდინარე სამუშაოები გავაცანით“, - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა.

საგზაო სამუშაოებს კომპანია „როუდსოლუშენი“ ახორციელებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შიო III-ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარი
მიტროპოლიტი ისაია - მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთვის ზრუნვა, ვფიქრობ, ამ საქმეში პატრიარქი მარტო არ იქნება
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics