03:39 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 16:40:05, 1598 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: „ეჭვიანი სათაური“ მიუთითებს თქვენს გეგმაზე, თუ რა შედეგი გინდათ საგამოძიებო კომისიის შექმნით მიიღოთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძეც მიიჩნევს, რომ მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის დასათაურება ტენდენციურია.

„შეიქმნას აფგან მუხთარლის თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრებზე უკანონო გადაყვანის ფაქტის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია“, - თალაკვაძის შეფასებით  ამგვარი დასათაურება მიუთითებს ოპოზიციის  წინასწარ განწყობაზე, გეგმაზე, დამოკიდებულებაზე, თუ რა შედეგი სურთ მიიღონ ამ საგამოძიებო კომიის შექმნით.

„რაც შეეხება სათაურს, ეჭვიანი სათაური, ეს არ არის მხოლოდ სათაური, ეს მიუთითებს თქვენს წინასწარ განწყობაზე, გეგმაზე, დამოკიდებულებაზე, თუ რა შედეგი გინდათ მიიღოთ ამ საგამოძიებო კომიის შექმნით, შეიძლება აპრიორი ვივარადოთ. კარგად გამოჩნდა, რომ პოლიტიკური მდგენელი ამ საქმეზე სიმართლის და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის, არის თქვენს გეგმაში ბევრად უფრო დიდი,  ვიდრე ადამიანის უფლებათა დაცვის ინტერესი. მივესალმები, რომ სათაურის შეცვლას ეთანხმებით, მაგრამ ამ სათაურის უკან არ დგას მხოლოდ სიტყვები, დგას ის განწყობა და გეგმა, რომელიც ამ საგამოძიებო კომისიის შექმნით ირიბად გაახმოვანეთ“,-განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics