03:32 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 15:21:39, 1667 ნახვა

სამართალი
გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს, - ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დადგინდა, რომ დაკავებულებმა 26 ათასი ამერიკული დოლარის გამოძალვის მიზნით, სოფელ ართანაში მცხოვრებ პირს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის ავტომანქანის და პირადი ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს. გამოძიება გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე მიმდინარეობს“, - აღნიშნა ჭელიძემ.

მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს.

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 თებერვალს თბილისში, კაზინო „აჭარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით დაჭრა ერთი პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics