2018-02-23 12:26:08, 1855 ნახვა
სამართალი
მუსტაფა ჩაბუქი დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას ითხოვს
დემირელის კოლეჯის ხარისხის ყოფილი მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი მთავარ პროკურორს დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვის თხოვნით მიმართავს.
შესაბამისი განცხადება მან ადვოკატთან ერთად პროკურატურაში შეიტანა.
„მიუხედავად ჩემი გათავისუფლებისა, მეც და ჩემი ოჯახიც რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. რა საფრთხე შეიძლება არსებობდეს, ამაზე ხმამაღლა და დაწვრილებით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ამის საჭიროებას ვხედავთ. ამიტომ, ვთხოვთ შესაბამის სამსახურებს, გამოიჩინონ გულისხმიერება და ჩემს ოჯახთან ერთად გარკვეული დროით მეც ჩამრთონ დაცვის პროგრამაში“,-აღნიშნა ჩაბუქმა.
ადვოკატ სოსო ბარათაშვილის ინფორმაციით, ჩაბუქი ფიქრობს, რომ საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ არსებობს მისი გატაცებისა და მასზე თავდასხმის საფრთხე.
ავტორი: ,