|
2018-02-22 16:40:58, 1843 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ხელისუფლება კერძო სექტორთან ერთად მუშაობს საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის დამკვიდრებისთვის
ფოთში, კომპანია „აჭარა ტექსტილის" ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა ტექსტილის ბოლო წლებში ტექსტილის ნაწარმის ექსპორტის ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 2012 წელთან შედარებით 2017 წელს ამ პროდუქციის ექსპორტი 103.3 პროცენტით არის გაზრდილი. „იქიდან გამომდინარე, რომ ტექსტილის საწარმოში ვიმყოფებით, შემიძლია თუნდაც ამ პროდუქციის ექსპორტის ზრდის დინამიკა წარმოგიდგინოთ: ტექსტილის და ტექსტილის ნაწარმის ექსპორტმა 2017 წელს 87.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 8.5 პროცენტით გაიზარდა. 2013-2017 წლებში ტექსტილის ექსპორტის საშუალო ზრდა 17.4 პროცენტს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2013-2017 წლებში ტექსტილის და ტექსტილის ნაწარმის ექსპორტის მოცულობა 408 მლნ. აშშ. დოლარი იყო, წლიურად საშუალოდ 82 მლნ. აშშ. დოლარი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, 2017 წლის მდგომარეობით, ტექსტილის ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა თურქეთში ხორციელდება (73%-ზე მეტი), შემდეგ მოდის იტალია (13.2%) და სომხეთი (6.0%). „ჩვენი ხელისუფლება კერძო სექტორთან ერთად ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ქართულმა პროდუქციამ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს და მოთხოვნადი გახდეს", - აღნიშნა ქუმსიშვილმა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების მნიშვნელობას სხვადასხვა ქვეყნებთან. „მე გუშინ დავბრუნდი თურქეთიდან, სადაც ჩემს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ქართულ ბიზნესს ექსპორტის 20 პროცენტით გაზრდის შესაძლებლობა მიეცემა ამ ქვეყანაში. ასევე ვისაუბრეთ ისეთ შესაძლებლობაზე, რასაც ქვია „დიაგონალური კუმულაცია," როდესაც ჩვენ ვიღებთ ევროპის ნედლეულს, ნაწილს ვქმნით დამატებულ ღირებულებას შემდგომ თურქეთში, მერე საქართველოში და, საბოლოო ჯამში, შესაძლებლობა გვეძლევა ვისარგებლოთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით და გავიტანოთ და პროდუქცია დამატებითი დაბეგვრის გარეშე გავიტანოთ ევროპაში, რაც ასევე დამატებით სტიმულს მისცემს ტექსტილში დასაქმებულ კომპანიებსაც, რომ გაზარდონ ექსპორტი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა ასეთ ფორმატში მუშაობს ბევრ ქვეყანასთან, რომ რაც შეიძლება მეტი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და რაც შეიძლება მეტი პროდუქტი გვქონდეს საექსპორტოდ საინტერესო და კონკურენტუნარიანი. „ამ მიზნის მიღწევა კი შეუძლებელია ისეთი წარმოებების გარეშე, რომელსაც "აჭარა ტექსტილი" ფლობს საქართველოში", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. (NS)
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)