|
2018-02-22 14:38:28, 1553 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილე ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში იმყოფებოდა
თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში იმყოფებოდნენ და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. თბილისის მერის მოადგილემ და საქალაქო სამსახურის უფროსმა თავშესაფრის საცხოვრებელი, სასადილო, სააბაზანო, სამრეცხაო, საშრობი ბლოკები და თავშესაფრის ბენეფიციართა მიერ შესრულებული ნამუშევრები დაათვალიერეს. ასევე, დაესწრნენ თავშესაფრის ბენეფიციართა გეგმიურ-პროფილაქტიკურ სამედიცინო გამოკვლევებს. სოფიო ხუნწარიას განცხადებით, თბილისის მერია მიუსაფართა თავშესაფარში მცხოვრები მოქალაქეების რესოციალიზაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. „გავიცანით საოცარი ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ. ისინი ძირითადად, შემოქმედებით არიან დაკავებული. მათ თავიანთი ხაზი და ნამუშევრები აქვთ. საოცარი ხელნაკეთი ნივთები აქვთ და ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტმა ასევე იფიქროს, თუ კიდევ რით შეიძლება შევუწყოთ ამ ადამიანებს ხელი, თუნდაც დასაქმებისა და არტ-თერაპიის კუთხით, რომელიც შეიძლება მათი შემოსავლის წყარო გახდეს“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. დღეისთვის, თავშესაფარში 117 მიუსაფარი პირი ცხოვრობს. ბენეფიციარები ორჯერადი სრულფასოვანი კვებით არიან უზრუნველყოფილი. „გავესაუბრეთ მიუსაფართა თავშესაფრის ბენეფიციარებს და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, მერია მაქსიმალურად შეეცდება, რომ მომავალში გაითვალისწინოს ის ცვლილებები, რაც ამ ადამიანებს მომსახურებასა და საზოგადოებაში მათი რესოციალიზაციის მიზნით სურთ“, - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა. თბილისის მერიის კუთვნილი მიუსაფართა თავშესაფარი 2015 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს და ერთდროულად, 240 ბენეფიციარის მომსახურების საშუალება აქვს. მიუსაფარი პირები თავშესაფარში პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას, მედიკამენტებს, პირადი მოხმარების ნივთებსა და ჰიგიენურ საშუალებებს 24 საათიან რეჟიმში იღებენ. მათ ხუთი სოციალური მუშაკი და საჭიროების მიხედვით, ფსიქოლოგი ემსახურება.
(NS)
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)