09:38 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 14:34:19, 2215 ნახვა

ეკონომიკა
ეროვნული ბანკი მეწარმე სუბიექტებს მიმართავს

საქართველოს ეროვნული ბანკი მეწარმე სუბიექტებს შეახსენებს, რომ 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან ფულადი სახსრების მოზიდვას ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე ვეღარ შეძლებენ.

„საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 2018 წლის 11 მარტიდან მეწარმე სუბიექტს ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის, საბანკო საქმიანობის ლიცენზიისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე, ეკრძალება 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებული ყოველგვარი საქმიანობა, მათ შორის რეკლამა.

შესაბამისად, ყველა მეწარმე სუბიექტი, რომლებზეც ვრცელდება ორგანული კანონით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული შეზღუდვა, ვალდებულია, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით, 2018 წლის 11 მარტამდე, დარეგისტრირდეს ან მიიღოს შესაბამისი ლიცენზია საქართველოს ეროვნულ ბანკში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა", - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

ამ საკითხთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე nonbank@nbg.gov.ge  ან შემდეგ ნომერზე 2 406 406





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics