15:45 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 11:25:30, 1653 ნახვა

საზოგადოება
ჩაქვის აკვატორიაში ქართველი მეთევზეების მიერ თევზის უნიკალური ეგზემპლარი იქნა მოპოვებული

ჩაქვის აკვატორიაში ქართველი მეთევზეების მიერ  თევზის უნიკალური ეგზემპლარი  იქნა მოპოვებული. 

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა  მოპოვებული ეგზემპლარის შესწავლა განახორციელეს და დაადგინეს, რომ აღნიშნული თევზის სახეობა   მიეკუთვნება” ზღვის ეშმაკს” – (Lophius piscatorius)  რომელიც, მსოფლიო ოკეანის სიღრმისეული ფენების ბინადარია.

შავ ზღვაში თევზის ეს სახეობა იშვიათია, საქართველოში ხმელთაშუა ზღვის აუზიდან აღწევს, გამომდინარე იქიდან , რომ შავი ზღვის სიღრმისეული ფენები 130-ი მეტრი სიღრმის ქვევით გოგირდწყალბადით არის გაჯერებული მისი საქართველოში  მოპოვება მაღალი სამეცნიერო  ფაქტია.

ზღვის ეშმაკის მოპოვების პირველი შემთხვევა 1955 წლით თარიღდება, ამ დროს ბათუმის მახლობლად მოპოვებული ეგზემპლარის ფიტული დღეს აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

მოგვიანებით ზღვის ეშმაკის ერთი ეგზემპლარი მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა 2008 წელს ფოთის აკვატორიაში მოიპოვეს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს.

აღნიშნული შემთხვევა თევზის სახეობის მოპოვების მესამე ფაქტია.

 მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები შავი ზღვის მონიტორინგს და სამეცნიერო კვლევებს აგრძელებენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics