15:47 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 16:47:29, 1619 ნახვა

ეკონომიკა
თურქეთში ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობის ზრდის საკითხი განიხილეს

საქართველოსა და თურქეთს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობის ზრდის საკითხი განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა რომეო მიქაუტაძემ და გიორგი ჩიქოვანმა თურქ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გაიმართა.

აღნიშნული მუშა ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიღებული იქნა რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანში გამართულ შეხვედრაზე, რომლის დროსაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და თურქეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბერატ ალბარაიქი  შეთანხმდნენ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული საკითხების გადასაწყვეტად. 

მხარეებმა აღნიშნეს ქვეყნებს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობის მნიშვნელობაზე, რაც გულისხმობს როგორც  იმპორტ-ექსპორტ-ტრანზიტის პოტენციალის ზრდას, ასევე  ელექტროენერგიით მომარაგების მიწოდების საიმედოობის, ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის და ენერგეტიკული ჰაბის ფუნქციის განვითარებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა შედგება მარტში, ქ. თბილისში.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics