|
2018-02-21 15:22:52, 1361 ნახვა
კომენტარი
ოთარ კახიძე: კრიმინალური ელემენტების „ექსპორტის“ შეჩერება ქვეყნის მნიშვნელოვანი გამოწვევა
„ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც სამწუხაროდ, დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კრიმინალური ელემენტების "ექსპორტის“ შეჩერება ქვეყნის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. „ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორი ევროპული ქვეყნების შს მინისტრების და სხვა თანამდებობის პირების განცხადებები, რომ ისინი არ გამორიცხავენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამოყენებას, თუკი არ შეწყდება ექსპორტი, რომელსაც საქართველო ახორციელებს. ვგულისხმობ, კრიმინალური ელემენტების ექსპორტს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენთვის“,- განაცხადა ოთო კახიძემ. მან ხელისუფლების წარმომადგენლებს წარსულში გადადგმულ ნაბიჯებზე მიუთითა და ე.წ. კანონიერ ქურდებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. „მე მინდ გაგახსენოთ ნაბიჯები, რომელიც თქვენ გადადგით ამ წლების განმავლობაში. თქვენ გააჩაღეთ პოლიტიკური დევნა, გამოიყენეთ მართლმსაჯულების მექანიზმები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და ასახელეთ საქართველო ინტერპოლში, საფრანგეთის, საბერძნეთის, ინგლისის სასამართლოებში. ბოლოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგშიც გაუთქვით ჩვენ ქვეყანას სახელი. მე მინდა გაგახსენოთ, მოუმზადებელი და გაუაზრებელი ამნისტია, რომელმაც გამოიწვია დანაშაულის მკვეთრი ზრდა. ამას მოაყოლეთ დანაშაულის სტატისტიკის გაყალბება და პოლიციისთვის დაბალი სტატისტიკის დაკვეთა. ამას მოაყოლეთ გარიგება ორგანიზებულ დანაშაულთან, თანამშრომლობა კანონიერ ქურდებთან, მათი გადაცილება საზღვარზე, გაქრობა აეროპორტებიდან. ეს არის თქვენი ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები რომელმაც დააზარალა ერთი მხრივ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მოქალაქეები და მეორეს მხრივ პირდაპირ დაარტყა ჩვენ რეპუტაციას საერთაშორისო არენაზე“, -განაცხადა კახიძემ. დეპუტატმა მმართველ გუნდს ვითარების გამოსასწორებლად კონკრეტული ნაბიჯების გადაგმა შესთავაზე. მისი თქმით, სისხლის სამართლის ახალი პოლიტიკა უნდა შემუშავდეს. „ევროპული საქართველო“ გთავაზობთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც არის გადასადგმელი, იმისთვის რომ ეს მძიმე ვითარება გამოსწორდეს. პირველ რიგში, უნდა შეწყდეს თანამშრომლობა კანონიერ ქურდებთან, უნდა გაუქმდეს ის კონტრაქტი რაც გაქვთ გაფორმებული, მათი გამოყენება საარჩევნოდ, მათი გადაცილება საზღვარზე და მათი გაქრობა. ისინი უნდა იჯდნენ ციხეში და ამისთვის უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები. მეორე რაც უნდა გააკეთოთ, ეს არის რომ სისხლის სამართლის ახალი პოლიტიკა უნდა შემუშავდეს, რათა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს, ოღონდ აღარ უნდა გააყალბოთ სტატისტიკა. ოღონდ კრიმინალური მენტალობის იუსტიციის მინისტრი ამას ვერ გააკეთებს. ამას ჭირდება სხვა მიდგომა“,- განაცხადა კახიძემ.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)