|
2018-02-21 14:12:53, 1316 ნახვა
რეგიონი
შუახევში უფასო სამედიცინო აქცია მიმდინარეობს
„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ორგანიზებით, მაღალმთიანი აჭარის მაცხოვრებელთათვის შუახევის ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო კონსულტაციები და საჭიროებისამებრ ლაბორატორიული-ინსტრუმენტული კვლევები დილიდან მიმდინარეობს. შუახევის ადგილობრივ მოსახლეობას კონსულტაციებს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ სხვადასხვა პროფილის ექიმთა გუნდი უწევს. კარდიოლოგი, გინეკოლოგი, რენდგენოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ნეიროქირურგი, ტრავმატოლოგი, ანგიოლოგი, ნევროლოგი, ოჯახის ექიმი და ოფთოლმოლოგი პაციენტებს დღის განმავლობაში მიიღებენ და საჭიროების შემთხვევაში ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევებსაც ჩაუტარებენ; აქციის მიმდინარეობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და მოსახლეობამ ქ. ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ხელმძღვანელებს შუახევის მუნიციპალიტეტში უფასო აქციის ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადეს და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აქციაში მონაწილეობა სიმბოლურად ფრიდონ ფუტკარაძემაც მიიღო. სამედიცინო გასინჯვები შუახევის ჰოსპიტალში 11:00 სთ-ზე დაიწყო და დღის ბოლომდე გაგრძელდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)