|
2018-02-20 13:10:54, 1362 ნახვა
საზოგადოება
საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიას მასპინძლობს
საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიას (integrated Regulatory Review Service (IRRS)) მასპინძლობს. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში მისიის წარმომადგენლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე შეხვდა. მისია მიზნად ისახავს საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი სისტემის შესწავლას და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას. მისია დაკომპლექტებულია სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებით, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში გაეცნობიან სხვადასხვა უწყებების საქმიანობას რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით, რის შემდეგაც მომზადდება დასკვნა შესაბამისი რეკომენდაციებით. აღსანიშნავია, რომ მისიის რეკომენდაციების შესრულება გადამოწმდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ე.წ. “follow up” მისიის მიერ. „ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით ჩამოსულია მისია, რომელიც შეისწავლის ატომური და ბირთვული უსაფრთხოების სტრუქტურას და სისტემას საქართველოში. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამართული სისტემა, რომელიც პასუხობს საერთაშორისო მოთხოვნებს. ერთის მხრივ, საქართველოს დადებითი იმიჯისთვის, მეორეს მხრივ, კონკრეტული შედეგისთვის, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ შეხვედრაზე. მისიის მოსამზადებელ პერიოდში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალისტებმა განახორციელეს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის თვითშეფასება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ უზრუნველყოფილი SARIS (Self-Assessment Tool) სისტემის მეშვეობით. თვითშეფასების ანალიზის შედეგად შემუშავდა სამოქმედო გეგმის პროექტი. შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)