|
2018-02-19 16:19:36, 2001 ნახვა
სხვადასხვა
ევროდეპუტატების მილოცვა და ამერიკელი კონგრესმენები ჩაბუქის პროცესზე
დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქის სასამართლო პროცესს ამერიკელი კონგრესმენები აკვირდებოდნენ. სასამართლოში განაჩენის გამოცხადებამდე დღეს პროცეს ესწრებოდნენ: კონგრესმენები: პატრისიო რიბოლა (ნიუ მექსიკოს სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი), დები როდელა (ნიუ მექსიკოს სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი), დევიდ კილგური (ფედერალური მთავრობის ყოფილი მინისტრი და პარლამენტის ყოფილი წევრი) და ვენდი ტეილორი ("Global Youth Food Project"-ის აღმასრულებელი დირექტორი). სასამართლოს განაჩენის შემდეგ ჩაბუქს დაურეკა ევროდეპუტატმა რებეკა ჰარმსმა, რომელმაც განაცხადა, რომ დღეს სასამართლო სამართლიანი იყო. ევროპრლმენტარმა ჩაბუქს ჯანმრთელობა უსურვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი, საექტრადიციო პროცედურების ამოწურვამდე, 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)