02:18 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 16:04:58, 2153 ნახვა

სამართალი
შსს-მ მუხიანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ზ.გ., განზრახ მკვლელობის და ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

უწყების ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 18 თებერვალს თბილისში, ლერი ლაგურაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - 1960 წელს დაბადებულ გ.ჩ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ზ.გ.-მ სახლიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 177-ე მუხლებით.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics