00:50 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 13:12:31, 1550 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ე.წ. შეჩერების მექანიზმზე კომენტარებიც კი არ გაკეთდეს

„ქართული სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს მოქალაქეთა ინფორმირებისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის ე.წ. შეჩერების მექანიზმზე კომენტარებიც კი არ გაკეთდეს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ევროპელი ლიდერების განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

"მოდი საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე. რაიმე გაფრთხილებაზე აქ საუბარი არ ყოფილა,  ეს კომენტარები იყო. თუმცა, არც ეს არის მაინცდამაინც კარგი. მაგრამ საბოლოო ჯამში,  ქართული სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს მოქალაქეთა ინფორმირებისთვის, რომ მსგავსი კომენტარებიც კი არ გაკეთდეს, თუნდაც მედიასივრცეში. თუ საუბარი იქნება გარკვეულ რეგულაციებზე, მათ შორის გამკაცრების კუთხით და ხელს შეუწყობს გარკვეულ პრევენციას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ რისკებთან მიმართებით, ჩვენ ამას დიდი სიანოვნებით დავუჭერთ მხარს", - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, ევროპელი ლიდერების ნაწილმა აღნიშნა, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გაზრდის შემთხვევაში, ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედება გამორიცხული არ არის.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics